გიული ალასანია - მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატური სახე მიეცა

მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას სისტემატური სახე მიეცა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ის ყველას, ვინც აღნიშნულ პროექტში იღებს მონაწილეობას, მადლობას უხდის.

„მადლობა სოფო ჯაფარიძეს და ყველა ექიმს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობს. რამხელა საქმე კეთდება, როდესაც ადამიანებს ელემენტარულად ექიმთან მისასვლელი სახსრები არ აქვთ და აქ უფასო სამედიცინო კონსულტაციას იღებენ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ კეთილშობილურ პროექტში მონაწილეობს“, - განაცხადა გიული ალასანიამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება