თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა

ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ასობით მშვიდობიანი მოქალაქის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით, რომლებიც სკოლას თავს აფარებდნენ, ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს“.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის დროს სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება