ბაკურ ავსაჯანიშვილი გია ჭანტურიაზე - ასეა მთელი რადიკალური ოპოზიცია  -  არა მხოლოდ ყაზბეგელები ვეზიზღებით, არამედ მთელი ქვეყანა, როგორც ჩანს, აღარ აპირებენ ყაზბეგელებთან შეხვედრას და აქ ამოსვლას

ეს უღირსი, ყაზბეგელებს რომ შეურაცხყოფას გვაყენებს და რუსების სიყვარულს გვაბრალებს, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და მათი იდეოლოგია, - წერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში.

ავსაჯანიშვილი ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გია ჭანტურიას მიერ ყაზბეგელებთან დაკავშირებით დაწერილ კომენტარს, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ყაზბეგში “რუსეთიც უყვართ ძალიან.”

ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, მთელ რადიკალურ ოპოზიციას არამარტო ყაზბეგი, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღება.

“ეს უღირსი, ყაზბეგელებს რომ შეურაცხყოფას გვაყენებს და რუსების სიყვარულს გვაბრალებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და მათი იდეოლოგია. ასეა მთელი ეს პარტია და რადიკალური ოპოზიცია - არა მხოლოდ ყაზბეგელები ვეზიზღებით, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ. ჯერ კახელებს ღვინოში ჩაუფსეს, ახლა მთის ხალხს მოგვდგნენ და ვაჟკაცობას გვიწუნებენ. როგორც ჩანს, აღარ აპირებენ ყაზბეგელებთან შეხვედრას და აქ ამოსვლას. ამიტომ და კიდევ ბევრი მიზეზის გამო, 26 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ეს ქვეყნის მოძულე აგენტურა”, - წერს ავსაჯანიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება