ჯოზეფ ბორელი - შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით - ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს

ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.

„შეძრწუნებული ვარ ღაზაში მდებარე სკოლაზე ისრაელის თავდასხმის ამსახველი სურათებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით პალესტინელი ემსხვერპლა. ბოლო კვირების განმავლობაში სამიზნეს, სულ მცირე, 10 სკოლა წარმოადგენდა. ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის დროს სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის