„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია - EECMD - ის მიერ გამართულ „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრებიან

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია - EECMD - ის მიერ გამართულ „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, დავით კირკიტაძის განცხადებით, მოქალაქეებს, დაინტერესებულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მივიდნენ და საარჩევნო პროგრამის შესახებ კითხონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც დღეს ხდება ქუთაისში. მოქალაქეებს, დაინტერესებულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ მივიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და საარჩევნო პროგრამის შესახებ კითხონ. ასევე, ქუთაისელებს დღეს აქვთ შანსი გაეცნონ ჩვენი პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გამოცდილებას, გაეცნონ მათ ხედვებს და ა.შ.“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება