იაგო ხვიჩია - მინდა, დასავლელი პარტნიორები ქართულ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს დაეხმარონ იმის წარმოდგენაში, თუ რა უნდათ ხელისუფლებაში ცვლილების შემდეგ

მინდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართულ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს დაეხმარონ იმის წარმოდგენაში, თუ რა უნდათ ხელისუფლებაში ცვლილების შემდეგ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ხვიჩია განმარტავს, იმაში, რაზე საუბარიც ოპოზიციას ერთმანეთში უჭირს, დასავლელი პარტნიორები უნდა დაეხმარონ.

„თქვენ იცით, რომ „გირჩი“ ფაქტობრივად, პირველად არის ასეთ შეხვედრაზე და პირველი, რასაც გავაკეთებ, დავაკვირდები. თუმცა, სათქმელს რაც შეეხება, მე ერთი სათხოვარი მაქვს ზოგადად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, არ ვიცი რამდენად ადეკვატური სიტუაცია იქნება დღეს, მაგრამ მე, მაგალითად, მინდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართულ ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს დაეხმარონ იმის წარმოდგენაში, თუ რა უნდათ ხელისუფლებაში ცვლილების შემდეგ, რომ მერე რაღაცნაირად ერთობლივად, ხალხს ავუხსნათ, როგორი შეიძლება იყოს შედეგები ხელისუფლების ცვალებადობის, რომ ფაქტობრივად პროგნოზირებადი იყოს ის, თუ რა მოხდება ამის შემდეგ. ვინაიდან, ქართულ ოპოზიციას ერთმანეთთან უჭირს ამაზე დალაპარაკება, შეთანხმება, ჩემი აზრით, ამაზე უკეთესს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ამაში ოპოზიციას და მათ შორის, სამოქალაქო სექტორს დაეხმარონ, ამ წუთში ვერაფერს გააკეთებენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!