იაგო ხვიჩია ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე - მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს იქ ერთად იყვნენ, სენატორს ვუთხარი, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს იქ ერთად იყვნენ, სენატორს ვუთხარი, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ ამერიკის ავტორიტეტს თუ შეუძლია, ერთად დასვას და საქმეზე დაელაპარაკონ ერთმანეთს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მესიჯი მისთვის გასაგები იყო და იმედი აქვს, რომ კოლეგებიც გაიგებენ.

„თქვეს, რომ ყველას შეხვდნენ და გვითხრეს, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. მე ვთხოვე, რომ ყველაზე მეტად რაც ახლა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს სჭირდება ის არის, რომ შეთანხმდეს რამეზე, რაც უნდათ რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდეს ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღეს იქ ერთად იყვნენ, სენატორს ვუთხარი, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ და მხოლოდ ამერიკის ავტორიტეტს თუ შეუძლია, ისინი ერთად დასვას და საქმეზე დაელაპარაკონ ერთმანეთს. მე ეს ვთხოვე, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი პოზიცია იყო, რომ თვითონ ისედაც ყველაფერს აკეთებენ, მომავალშიც გააგრძელებენ, მაგრამ მთავარი საქმე ჩვენი - ქართველების გასაკეთებელია. უნდა დავსხდეთ და როგორც თვითონ გვესტუმრა ორპარტიული დელეგაცია და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის კრიტიკოსები არიან, ჩვენს საქმეს ერთად აკეთებენ, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ოღონდ ჩვენი თავისთვის. მათი მესიჯი ჩემთვის ძალიან გასაგები იყო და იმედია ჩემი კოლეგებიც გაიგებენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება