ნინო წილოსანი ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე - ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, დაგვეფიქსირებინა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორად დარჩება აშშ-თვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად რჩება. ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, „ძალიან თბილი შეხვედრა იყო“.

„იმედი გვაქვს, ის განცხადებები, რომელიც ჩვენთან, ინდივიდუალური შეხვედრის დროს, თუ საერთო ფორმატში ითქვა სენატორის და კონგრესმენის მხრიდან, ნამდვილად არის ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში მიზნების გამომხატველი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ რჩება ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას და თავისთავად, მთლიანად საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ინდივიდუალურ რეჟიმში გვესაუბრა სენატორთანაც და კონგრესმენთანაც, მათ შორის, ისეთი საკითხებიც განგვეხილა, რომელიც შეიძლება ონლაინ რეჟიმში არასწორად იყოს ინტერპრეტირებული, ან არასწორად მიტანილი. ჩვენი მხრიდან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მყარი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ინტერესების და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ის, რომ საქართველო ძალიან საიმედო პარტნიორად დარჩება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს“, - განაცხადა წილოსანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის