გიორგი ვაშაძე ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე - ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ და ამის მიზანი ქართველი ხალხის, საქართველოს მხარდაჭერაა - კარგად ხედავენ, რომ რაღაც გადატვირთვაზე საუბარი „ოცნების“ მხრიდან მორიგი სიყალბეა

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ, არც ერთ რეგიონში სხვა ვიზიტი არ აქვთ და ამის მიზანი არის ქართველი ხალხის, საქართველოს მხარდაჭერა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, 26 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს, თუ როგორ ქვეყანაში სურს საზოგადოებას ცხოვრება.

„მე რაც შემიძლია გითხრათ, ძალიან კარგად ხედავენ, რომ ეს რაღაც გადატვირთვაზე საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი სიყალბეა. საქართველოში 26 ოქტომბერს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელიც მოწყვეტილია ევროინტეგრაციას, თუ ქვეყანაში, რომელიც არის ევროინტეგრაციის ნაწილი. კონგრესმენი ტერნერი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს