თინა ბოკუჩავა - ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის უმაღლეს ყურადღებას აქ არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება მტრული რიტორიკით, რუსული კანონით ზიანს აყენებს აშშ-სთან ურთიერთობას და ევროატლანტიკურ პერსპექტივას

კონგრესმენმა ტერნერმა და სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია.

„ეს ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდასავლური, მტრული რიტორიკით დასავლეთის მიმართ, რუსული კანონით ზიანს აყენებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას ისევე, როგორ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ამის ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია“, - განაცხადა ბოკუჩავამ

ბოკუჩავამ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრეს.

„რუსული კანონი არის ერთადერთი ცხადი გამოვლინება იმ ანტიდასავლური პოლიტიკის და ნაბიჯების, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ და რაც ზიანს აყენებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას შესაბამისად, იქნება ეს პრეზიდენტ ბაიდენს წერილი პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი, თუ ნებისმიერი ინტერაქცია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ლიდერშიფთან, ბუნებრივია, რუსულ კანონზე არის საუბარი, კანონზე, რომელიც ქართველ ხალხს ართმევს მილიონობით დოლარს თუ ევროს დახმარების სახით და ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ პერსპექტივას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო