ბადრი ჯაფარიძე - შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით იქნება მობილიზებული, რომ ქართველი ხალხის ნება თავისუფლად იყოს გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს

შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით იქნება მობილიზებული, რომ ქართველი ხალხის ნება თავისუფლად იყოს გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ განმარტა, შეხვედრაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა.

„დღეს არის სწორედ ამის დემონსტრირება, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება ჩვენი ხალხის მიმართ არ შეიცვლება, პირიქით, გაძლიერდება მხარდაჭერა, როგორც კი, ჩვენი ქვეყანა დასავლურ ვექტორს, მის ბუნებრივ ვექტორს დაუბრუნდება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ხაზგასმით იყო ნათქვამი შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის, არჩევნების პროცესზე იქნება სრული ყურადღება, სრული მხარდაჭერა, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიაროს, ხმების მიტაცების მცდელობა არ მოხდეს. შეერთებული შტატები იქნება ძალიან ყურადღებით მობილიზებული ამ პროცესზე იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს თავისუფლად გამოხატული და არც ერთი ხმა არ დაიკარგოს.

საუბარი ძალიან მეგობრული, ღია იყო და ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო აზრთა გაცვლა-გამოცვლა ვნახეთ, ფორმატი იყო ასეთი - თავისუფალი, ღია საუბარი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს