ჯონ კირბი -  აშშ ცდილობს გაიგოს კურსკის ოლქში უკრაინის მიზნები და სტრატეგია

აშშ ცდილობს გაიგოს კურსკის ოლქში უკრაინის მიზნები და სტრატეგია, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

“ვფიქრობ, აქ ადგილს დავტოვებ, რომ უკრაინამ ასე თუ ისე ისაუბროს თავის სამხედრო ოპერაციებზე. ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კავშირს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ, რომ უკეთ გავიგოთ რას აკეთებენ, რა არის მათი მიზნები, რა არის მათი სტრატეგია,” - განაცხადა კირბიმ.

რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლის ველზე ვითარების შეფასებასთან დაკავშირებულ კითხვაზე კირბიმ განაცხადა, რომ თავს შეიკავებს შეფასებებისგან “სანამ ეს საუბრები არ მოხდება [უკრაინასთან] და სანამ არ ვიგრძნობთ, რომ უკეთესი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, ზუსტად თუ რას შვრებიან.”

ამავდროულად, კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად არ არღვევენ შეზღუდვებს, რომლებიც აქამდე აშშ-მა გამოაცხადა რუსეთის სიღრმეში თავდასხმებზე. ცნობისთვის, უკრაინულ მხარეს ოფიციალურად არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩართულობაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს