გენო პეტრიაშვილი - დავბრუნდი,  თან მაგრად დავბრუნდი!

დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი,- ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

მან გულშემატკივრებს ოლიმპიური ოქროს დაუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა.

ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს დაეუფლა.

პეტრიაშვილმა ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.

მანამდე, ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს