ჯინ შაჰინი - ვისაუბრეთ საკითხზე, რომელიც პრემიერისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია - სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ურთიერთობებში

ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში.

გარდა ამისა, სენატორმა ისაუბრა 2024 წლის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ მათი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, იმისთვის რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს.

„პარასკევს და შაბათს დრო დავუთმეთ შეხვედრებს. გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს. ვიმყოფებოდით ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზზე სამხრეთ ოსეთის პირას. მქონდა შესაძლებლობა პირადად გვენახა როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ უმკლავდებიან შექმნილ ვითარებას მაშინ, როდესაც 16 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი. გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მთელ რიგ ახალგაზრდებს გორის რეგიონიდან, რომლებიც საუბრობდნენ მათი ერთგულების შესახებ საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ. შევხვდით მეწარმეებს გორის რეგიონში, ვინც მუშაობენ საკვები პროდუქტების წარმოებაზე ქვეყანაში. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ვართ ერთგულნი აშშ და საქართველოს პარტნიორობისადმი, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული სვლა. გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, კვლავ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა“, - აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია