თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბერს ყველა უყურებს ძალიან დიდი იმედით, როდესაც ერთიანობით ჩვენ შევძლებთ, დავამარცხოთ გაჭირვება და უპერსპექტივობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად წყალტუბოს ბაზარში მოსახლეობას შეხვდნენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის პრობლემაა გაუარესებული ეკონომიკურ მდგომარეობა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასები.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოქალაქეებს მათი საარჩევნო გეგმები და ეკონომიკური ხედვა გააცნეს.

„დღეს, ვიმყოფებით წყალტუბოში, გვაქვს რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის შემოვედით ბაზარში, სადაც არის ძალიან ბევრი ხალხი და ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ბევრ ადამიანს ვესაუბროთ. სამწუხაროდ, ყველა საუბრობს უმძიმეს პრობლემებზე, რომ ახალგაზრდები მიდიან წყალტუბოდან, მიდიან სოფლებიდან, მოხუცები, რომლებსაც არ ჰყოფნით პენსია, არის ძალიან დაბალი ხელფასები და ზოგადად გაჭირვება 12 წლიანი მმართველობის შედეგად. ამიტომ 26 ოქტომბერს ყველა უყურებს ძალიან დიდი იმედით, როდესაც ერთიანობით ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ეს გაჭირვება და უპერსპექტივობა, რაც ივანიშვილის პარტიამ მოიტანა და ჩვენი ერთიანობით მოვიტანოთ დიდი გამარჯვება. საქართველოს მოქალაქეებს მოვუტანოთ კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება