დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ირანელ ჰაკერებს მათ წინააღმდეგ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებით, მათი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, რაც, სავარაუდოდ, ირანელმა ჰაკერებმა განახორციელეს.

მანამდე, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს საარჩევნო შტაბის დოკუმენტები, მათ შორის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის შიდა კვლევა. Politico-ს ინფორმაციით, მათ დოკუმენტების ავთენტურობა დაამტკიცეს.

„ეს დოკუმენტები უკანონოდ მოიპოვეს შეერთებული შტატებისადმი მტრულად განწყობილმა უცხოურმა წყაროებმა, 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით“, - განუცხადა BBC-ს ტრამპის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნმა.

მან ახსენა კომპანია Microsoft-ის პარასკევს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ივნისში, აშშ-ის საარჩევნო კამპანიის „მაღალი რანგის ოფიციალური პირის“ ანგარიშის გატეხვა სცადეს, თუმცა კომპანიას აღნიშნული პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

„ირანელებმა იციან, რომ პრეზიდენტი ტრამპი მათ ტერორს შეაჩერებს ისევე, როგორც ეს თეთრ სახლში ყოფნის პირველი ოთხი წლის განმავლობაში გააკეთა“, - აღნიშნა ჩუნმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს