თინა ბოკუჩავა - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად - ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლება უნდა ჩავანაცვლოთ კოალიციური ხელისუფლებით

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლება უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ანტიდასავლური ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მილიონობით დოლარს და ევროს ართმევს ქართველ ხალხს, რუსული კანონის და პრორუსული პოლიტიკის გამო, უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით, რომელიც აღადგენს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადაიტანს ახალ ხარისხში, სადაც, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, იმედგაცრუება გამოიწვია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არ გააკეთა რაიმე შეთავაზება ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. შაჰინის თქმით, "იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით".

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა "გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება