ირაკლი კობახიძე - ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რომლის დროსაც აშშ-ს არცერთი ომი არ ჰქონია, ამ თვალსაზრისით სერიოზული მსგავსებაა ჩვენს ხელისუფლებასა და ტრამპის მმართველობას შორის

ტრამპი არის ის ერთადერთი პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რომლის დროსაც აშშ-ს არცერთი ომი არ ჰქონია, ამ თვალსაზრისით არის სერიოზული მსგავსება ჩვენს ხელისუფლებასა და დონალდ ტრამპის მმართველობას შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინის ომი იანვრისთვის დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაახლოებით 6 თვით შეიძლება გადაიწიოს.

„გეტყვით რა თვალსაზრისით არის უშუალოდ ტრამპის ფაქტორი მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ტრამპი არის ის ერთადერთი პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რომლის დროსაც აშშ-ს არცერთი ომი არ ჰქონია, ამ თვალსაზრისით არის სერიოზული მსგავსება ჩვენს ხელისუფლებასა და დონალდ ტრამპის მმართველობას შორის. ვფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი არჩევნებს მოიგებს, უკრაინაში ომი უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში, დაახლოებით ნახევარ წლით ადრე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ომი იანვრისთვის დასრულდება, თუ პროცესები სხვაგვარად განვითარდა, ამ შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვით შეიძლება გადაიწიოს ომის დასრულება. რაც უფრო ადრე დასრულდება ომი, მით უკეთესი მთლიანად რეგიონში ვითარების გაჯანსაღებისთვის და მით უკეთესი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის. ამ კუთხით არის ჩვენთვის საინტერესო ეს ფაქტორი, მაგრამ ასეც და ისეც დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს რეგიონში ვითარება და მეორე, გაჯანსაღდეს „ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“,-განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს