ირაკლი ჩიქოვანი - ეს არა დემოკრატიის ფესტივალი, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია

ეს არა „დემოკრატიის ფესტივალი“, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, „დემოკრატიის ფესტივალთან" დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა, კრიმინალის, რომელმაც არაერთი კრიმინალი ჩაიდინა, საკუთარ სამშობლოს და მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სადაც ის პარტიები არიან წარმოდგენილები, რომლებიც დაფინანსებულები არიან ჯარისთვის მოპარული ფულით, კეზერაშვილის დაფინანსებულ პარტიებს ვგულისხმობ, ეს არა დემოკრატიის ფესტივალი, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი და სხვა ორგანიზაციები, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს