გიორგი ვაშაძე - 26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის - ჩვენი ამოცანაა, პირველი ადგილი გამარჯვებაში, მორჩა მეორე ადგილი, აღარ გვინდა ვერცხლის მედალი, ოქროს მედალი გვინდა

26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის - ჩვენი ამოცანაა, პირველი ადგილი გამარჯვებაში. მორჩა მეორე ადგილი, აღარ გვინდა ვერცხლის მედალი, ოქროს მედალი გვინდა, - ამის შესახებ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა ერთიანია საქართველო, მაშინ ვერაფერი ვერ უპირისპირდება და მტერი ვერ გვამარცხებს.

"მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის. 26 ოქტომბერი არ არის პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის. ჩვენ ვართ ის მომავალი, რომელსაც უნდა საქართველოს აღმშენებლობა, საქართველო ევროკავშირში. ძლიერი, ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული საქართველო. სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს გაერთიანებას "ერთიანობა".

როცა ერთიანია საქართველო, მაშინ ვერაფერი ვერ უპირისპირდება და მაშინ მტერი ვერ გვამარცხებს. როცა გათითოკაცებული ვართ და ცალ-ცალკე ვართ, სამწუხაროდ მტერი ვერაგია და ძლიერია ამ დროს. 12 წელი საქართველომ დაპირისპირებაში დაყო. 12 წელი " ქართული ოცნება" მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს, რომ დაგვაპირისპიროს, წაგვკიდოს ერთმანეთს, კიდევ მეტი ზიზღი, კიდევ მეტი სიძულვილი, ბოღმა.

ჩართავ ტელევიზორს და ხალხშიც რომ დავდიოდით, ტელევიზორის ყურება შესძულდა ხალხს. იმიტომ, რომ სულ ცუდზეა ლაპარაკი, ხომ შეიძლება ერთხელ გამოხვიდე და მოსახლეობას უთხრა? აი, ეს ეროვნული ამოცანა გვაქვს, აი ევროკავშირმა კარი გაგვიღო, დიდი ეროვნული ამოცანა გვაქვს, მოდი ეს ამოცანა ერთად შევასრულოთ.

როგორც კი ევროკავშირის პერსპექტივა გაიხსნა, პირველი ჩვენ გავაკეთეთ დოკუმენტი. პრემიერი რომ იყო მოსული, ვუთხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს არჩევნები გააყალბეს, ბევრი რამ გამოვიარეთ და ეს არის ეროვნული ამოცანა, მოდი, ამ ეროვნული ამოცანით გავერთიანდეთ და გავაკეთოთ, რათა სასაცილოდ არ იყოთ.

ვფიქრობ, რომ წყალტუბო არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მიტოვებულია საქართველო. მე ერთ პირობას გაძლევთ, 77 დღე დაგვრჩა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ. ყველას ჩვენს გარშემო შევეხმიანოთ, 24/7-ზე ვიშრომოთ და გამარჯვება არის გარდაუვალი. პირობას გაძლევთ ჩვენი ამოცანაა, პირველი ადგილი გამარჯვებაში. მორჩა მეორე ადგილი, აღარ გვინდა ვერცხლის მედალი, ოქროს მედალი გვინდა",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს