საბერძნეთის ხელისუფლებამ, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა

საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა.

მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის მახლობლად მდებარე ისტორიული ქალაქის, მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა და ქალაქის 30 000-ზე მეტი მცხოვრები ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში გადაიყვანეს. არსებული მდგომარეობის გამო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნდა.

მეხანძრეებმა 40 ხანძრიდან 33-ის გაკონტროლება შეძლეს, თუმცა, შვიდი ხანძარი ჯერ კიდევ ვერ ჩააქრეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება