CNN-ი - „ჰამასის“ ახალ ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია გაურკვეველია

“ჰამასის” ლიდერმა, იაჰია სინვარმა ეგვიპტელი და კატარელი შუამავლების საშუალებით ისრაელის ოფიციალურ პირებს გადასცა გზავნილი, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმება სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, სურს თუ არა ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ ნეთანიაჰუს მოკავშირეებმა ჟურნალისტებს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს აცნობეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მზადაა დადოს შეთანხმება, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს მის მმართველ კოალიციაზე, მაგრამ ისრაელის უსაფრთხოების უწყება გაცილებით სკეპტიკურად უყურებს ნეთანიაჰუს მზადყოფნას, დადოს შეთანხმება მისი კოალიციის ულტრამემარჯვენე მინისტრების სასტიკი წინააღმდეგობის გამო.

ამასთან, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნათლად განუცხადეს ისრაელელ კოლეგებს, რომ დროა, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა ფართო რეგიონული ომი თავიდან აიცილონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს