სუბურბან საგურამოში პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო

თბილისის ეროვნულ პარკთან მდებარე ახალი საცხოვრებელი უბანი, სუბურბან საგურამო, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ უბანში უკვე პირველი სახლის მშენებლობა დაიწყო. კოლიერსის დაბალი ინტენსივობის დასახლება, თანდათან სიცოხლეს იძენს და ქალაქგარეთ ცხოვრების განსხვავებულ გამოცდილებას ამკვიდრებს. სააგარაკე გარემოსა და ურბანული ცხოვრების სტილით გაერთიანებული პროექტი 95 იზოლირებულ მიწის ნაკვეთისაგან შედგება.

უბნის გამორჩეულობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მოწესრიგებული და რეგულირებული სამშენებლო პროცესია. ახალი, მოწესრიგებული საცხოვრებელი გამოცდილების შესაქმნელად, სუბურბან საგურამოში სახლების მშენებლობა საერთო წესების დაცვით ხდება, რაც უბნის დახვეწილი იერსახის შესანარჩუნებას ემსახურება. მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ფასადები, კერძო და საერთო სივრცეებს შორის დაცული ბალანსი, მშენებლობისას დასაშვები მასალები და ფერები ეს რეგულაციების ის არასრული სიაა, რომელიც უბანს ერთიანი ვიზუალს შენარჩუნებაში დაეხმარება.

უნდა ითქვას, რომ პროექტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაიგო გზა, მოპირკეთდა ტროტუარები. ერთწლიანი სამუშაოების შედეგად უბანი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირის ქსელით,წყალარინებისა და 24 საათიანი ავტონომიური წყალმომარაგების სისტემით. სრულყოფილ ინფრასტრუქტურასთან ერთად უბანი თავის თავში მოიაზრებს 8000 კვ.მ სარეკრეაციო მწვანე ზონას, რომელიც პარკს, ველობილიკებს, კაფეს, ჩოგბურთის მოედანსა და მულტიფუნქციური სპორტული მოედანს გააერთიანებს. ამ მომნტისთვის აქტიურ ფაზაშია ცენტრალური დიაგონალური პარკის მოწყობის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ სუბურბან საგურამო Colliers-ის სუბურბანული პროექტების სერიის ფარგლებში ხორციელდება და ამ ეტაპზე ორ პროექტს სუბურბან ლისს და სუბურბან საგურამოს აერთიანებს.

suburban.ge | +99577 308 989 | contact@suburban.ge

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს