51 წლის კაცი, რომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველია დაკავებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, 29 ივლისს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მძიმედ დაშავებული 51 წლის რევაზ მიხანაშვილი გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მიხანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება კლინიკაში შეყვანიდან კრიტიკულად მძიმე იყო.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, რომელთაგან ერთ-ერთი - დემეტრე რევაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი იყო, ბრალდება 9 აგვისტოს დაუმძიმა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება