გიორგი ამილახვარი - 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მინისტრის თქმით, ის იზრუნებს იმაზე, რომ ქართველი ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ.

“ჩვენი ქვეყანა კვლავ უერთდება საერთაშორისო ინიციატივას და ერთად აღვნიშნავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და მათი მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება.

არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ ახალგაზრდა თაობა არის ჩვენი მომავალი და ის ძალა, რომელზეც დგას ქვეყნის განვითარება. შესაბამისად, ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა ექნება.

პირადად მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ – განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ისეთი პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობის პოლიტიკა განათლების სისტემის ნაწილი გახდა, ახალგაზრდებს არაერთი სიახლე შევთავაზეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო წლიდან ჩვენი მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან მხარდამჭერ ინიციატივებს განვახორციელებთ.

მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში უამრავი ნიჭიერი ბავშვი და ახალგაზრდა გავიცანი. თითქმის ყოველდღიურად მაქვს შეხება მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს მართლაც სამაგალითო, გამორჩეული და პროგრესული ახალგაზრდობა, რომელიც მჯერა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საქართველოს წინსვლისა და განვითარების საქმეში!

მსურს, მივმართო ახალგაზრდებს – ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ამ დღეს. მეამაყება თითოეული თქვენი მიღწევა და ცხოვრებაში კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წარმატებას გისურვებთ. გპირდებით, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელი შეგიწყოთ საინტერესო იდეებისა და ინიციატივების განხორციელებაში ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნა ამილახვარმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო