ჩინეთის საგარეო უწყება კურსკში განვითარებულ მოვლენებზე - მხარეებს მოვუწოდებთ არ გააფართოონ ბრძოლის ველის საზღვრები, არ მიმართონ ესკალაციას და არ განახორციელონ პროვოკაციები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან დეესკალაციის სამი პრინციპი - არ გააფართოონ ბრძოლის ველის საზღვრები, არ მიმართონ ესკალაციას და არ განახორციელონ პროვოკაციები“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ჩინეთი გააგრძელებს კონტაქტების შენარჩუნებას საერთაშორისო საზოგადოებასთან და კონსტრუქციულ როლს შეასრულებს კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს