იაგო ხვიჩია - როცა ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ იტყვიან, რომ „წავედით რეგიონებში“ - კაცმა არ იცის რეგიონებში რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასულები

როდესაც ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ იტყვიან, რომ „წავედით რეგიონებში” - კაცმა არ იცის რეგიონებში რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასულები, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციონერებს საქმის კეთება თუ უნდათ დედაქალაქიდან გასვლა არ შეიძლება.

„როდესაც ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ იტყვიან, რომ „წავედით რეგიონებში“. კაცმა არ იცის რეგიონებში რას აკეთებენ, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასულები. მაგრამ ჩემი აზრით, ახლა საქმის კეთება თუ გინდა დედაქალაქიდან გასვლა არ შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ გეგმა არ გაქვს ჩამოყალიბებული - რას აკეთებ, ვისთან ერთად აკეთებ, რას აპირებ, როგორ წარმოგიდგენია “ქართული ოცნების” შემდეგ ხელისუფლება რომ მართლა გადმოგაბაროს ქართველმა ხალხმა. ამ კითხვებზე რომ პასუხი არ გაქვს და რეგიონებში მიქუსლავ ვითომ საქმის გასაკეთებლად, ჩემი აზრით, ეს არის არგუმენტი „შატალოსთვის“. სად წახვედი და „გაკვეთილებს ვაცდენდიო“ ხომ არ ეტყვი - „რეგიონებში ვიყავი, ხალხს ველაპარაკებოდიო” ეტყვი და ამას ვინ შეგიმოწმებს რეგიონებში დასასვენებლად მიდიხარ თუ ე.წ ზაგრის მისაღებად”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს