მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ

ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება” იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ.

„რაც შეეხება შეერთებული შტატების ორპალატიან და ორპარტიულ ვიზიტს საქართველოში, ფაქტობრივად ამ ვიზიტმა და კონგრესმენისა და სენატორის შემდგომმა პრესკონფერენციამ პირდაპირ და თვალნათლივ დაადასტურა 2 რამ: პირველი ის, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდითაა და ის იქნება ქართველი ხალხის მთავარი მხარდამჭერი იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები არჩევნებზე დაცული იყოს. ის, რომ არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად შეძლებენ თავიანთი ნების გამოხატვას და არა ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის ქვეშ. მეორე, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება“ იტყუება, როდესაც საუბრობენ, რომ მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა უნდათ - ეს პირდაპირ აღინიშნა. სენატორმა და კონგრესმენმა პირდაპირ დაადასტურეს ის იმედგაცრუება, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ დარჩათ. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრის შემდგომ”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება