აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა.

მან ასევე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც უკვე მიემართება ტერიტორიისკენ და რომელსაც F-35C ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გადააქვს.

ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ ყველა შესაძლო ნაბიჯს გადადგამს თავისი მოკავშირის დასაცავად.

BBC-ი წერს, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს ისრაელს ირანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმისგან თავის დაცვაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება