ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და კირ სტარმერი - მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ, რომ არ შეუქმნან საფრთხე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

„ჩვენ: საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, მივესალმებით კატარში, ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებში ჩვენი პარტნიორების დაუღალავ შრომას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით. ვთანხმდებით, რომ შემდგომი შეფერხება არ შეიძლება. ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და არ დავიშურებთ ძალისხმევას დაძაბულობის შესამცირებლად და სტაბილურობისკენ მიმავალი გზის გამოსაძებნად“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების განცხადებით, ბრძოლა ახლავე უნდა დასრულდეს და „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობით და გაერთიანებულნი ვართ დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ ერთგულებაში. მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. ისინი პასუხისმგებლები იქნებიან იმ ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შედეგად სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ ნახავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება