პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ცაგერის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ცაგერის ოფისი გაიხსნა.

ოფისის გახსნისას ნიკა მელიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ხაზი გაუსვეს ისეთ საკითხებს როგორიცაა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

ამასთან, მათ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზეც ისაუბრეს, კერძოდ ემიგრაცია, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ამბულატორიული დახმარებების არარსებობა და სოფლის მეურნეობის პრობლემები. ამ საკითხებთან დაკავშირებით კოალიციის ლიდერებმა საკუთარი ხედვები გააცნეს თუ როგორ უნდა იყოს მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესებული.

„საარჩევნო შედეგები განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს მინიმუმ 10 წელს. ლეჩხუმი, ეს არის ადგილი, სადაც უნდა იყოს გაჭირვებული, არამედ აქვს ყველანაირი რესურსი იყოს მდიდარი. უნიკალური ღვინოა ამ მხარეში, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაიყიდოს აშშ და ევროკავშირში. ამას სჭირდება ურთიერთობის გაღრმავება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ქვეყანაში გვექნება რაიონი, რომელიც გამორჩეული იქნება არამხოლოდ ადგილობრივი კულტურით, არამედ სიმდიდრითაც. ეს ყველაფერი შესაძლებელია ცვლილებების შემდეგ, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გაფორმდეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელშიც თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მელიამ.

დღეს, „კოალიცია ცვლილების - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ რაჭა-ლეჩხუმის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს