რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია.

მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო ნაღმტყორცნებიდან ორჯერ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი და ელექტროენერგიის მიწოდება სარეზერვო ხაზებით ხორციელდებოდა.

ამასთან, „ტელეგრამ“ არხმა „რიბარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონში, კოლოტილოვკას საგუშაგოსთან უკრაინულმა ფორმირებებმა შეტევა დაიწყეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს