მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე თავდასხმის შესახებ - რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს

რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია.

„რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, „პოსტ ტვს“ თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს