თინა ბოკუჩავა - მიხარია, როცა ადამიანები ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადმოვლენ

მიხარია, როდესაც ადამიანები ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ, რადგან ყველას გვესმის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადმოვლენ, - ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერაბაშვილის გადაწყვეტილებას „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი წყდება.

,,მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ, რადგან ყველას გვესმის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი“,- განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს