ნინო წილოსანი - „ნაცების“ კოალიციას, ვითომ „ახლების“ წევრად ნათია ლეთოდიანი შეუერთდა, ეს ის ლეთოდიანია, აღშფოთებულ გამვლელად რომ მოგვევლინა, სინამდვილეში კი, მისი ბელადების დაკვეთას ასრულებდა - „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“ ასეთი ჰედლაინები დააწიეს პარტიულმა ტელევიზიებმა

უკვე ოფიციალურად! „ნაცების“ კოალიციას, ვითომ „ახლების“ წევრად - ნათია ლეთოდიანი შეუერთდა, არადა თავიდანვე ვიცოდით, როგორი პირწავარდნილი „ნაციც“ იყო თავისი შინაარსით, რადგან ეს კარგად იკითხება ხოლმე მათ თითოეულ ქმედებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის განცხადებით, სწორედ ლეთოდიანმა, როგორც აღშფოთებულმა გამვლელმა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ დაკვეთას ასრულებდა.

„ნაცების“ აქტივისტებო, გამოდით, გიცანით.

მოკლედ, ეს ის ლეთოდიანია ვითომ აღშფოთებულ გამვლელად რომ მოგვევლინა, სინამდვილეში კი, მისი ბელადების დაკვეთას ასრულებდა - „ ნინო წილოსანს მონა ეძახეს“ ასეთი ჰედლაინები დააწიეს პარტიულმა ტელევიზიებმა: ტვ პირველმა, მთავარმა და სხვებმა..

იქვე დავპირდი, რომ მოვუყვებოდი ხალხს როგორი „შემთხვევითი“ გამვლელიცაა და აი კიდეც.

უკვე ოფიციალურად! „ნაცების“ კოალიციას, ვითომ ახლების წევრად - ნათია ლეთოდიანი შეუერთდა, არადა თავიდანვე ვიცოდით, როგორი პირწავარდნილი ნაციც იყო თავისი შინაარსით, რადგან ეს კარგად იკითხება ხოლმე მათ თითოეულ ქმედებაში…

გიხაროდეთ, ახლა უკვე დაუფარავად გააგრძელებთ „ნაცურ“ დემაგოგიას" - წერს ნინო წილოსანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება