პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ამბროლაურის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ამბროლაურის ოფისი გაიხსნა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ოფისის გახსნისას ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ნიკა მელიამ ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, თანამედროვე განათლება, რეგიონების გაძლიერება და შესაძლებლობების ეკონომიკა, ასევე, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე.

„ჩვენმა გუნდმა იცის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრობლემები, ასევე ვიცით თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. ჩვენი ამოცანაა ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას მომავალ კოალიციაში. ბევრს დავდივართ, ცვლილება იგრძონობა ყველა ფეხის ნაბიჯზე. ერთ თვეში გამარჯვების კლიმატი შეიქმნება, ყველა ქალაქიდან, ყველა რეგიონიდან უნდა ვიაროთ და ვიაქტიუროთ არჩევნებზე, რათა დავუახლოვდეთ ევროკავშირს, გავაძლიეროთ რეგიონი და შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა.

რეჟიიმი მარცხდება მაშინ როცა თითოეული ამბროლაურელი და თითოეული მოქალაქე მივა არჩვნებზე, აირჩევს კოალიციას და საქართველოს ევროკავშირში. ხელისუფლება იმ ეტაპზეა, როცა არ დარჩენია არაფერი გარდა აგრესიის წახალისებიასა, კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო ნომრით 4-ით მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ამ ცვლილებებისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა მელიამ.

დღეს, „კოალიცია ცვლილების - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ რაჭა-ლეჩხუმის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება