იოავ გალანტი ირანის შესაძლო თავდასხმაზე - მზადყოფნა და სიფხიზლე შიშისა და პანიკის სინონიმები არ არის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელი აძლიერებს თავდაცვას ქვეყანაში ირანისა და „ჰეზბოლას“ მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ასევე ამზადებს პოტენციურ თავდასხმებს საპასუხოდ, ან საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ ქმედებებს.

„ჩვენ ვიმყოფებით სიფხიზლისა და მზადყოფნის დღეებში, თეირანისა და ბეირუთის მუქარა შეიძლება განხორციელდეს და მნიშვნელოვანია ყველას ავუხსნათ, რომ მზადყოფნა, მზადება და სიფხიზლე შიშისა და პანიკის სინონიმები არ არის “, - განაცხადა გალანტმა ქნესეტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის შეხვედრაზე.

მისი თქმით, ისრაელი, ბოლო დღეების განმავლობაში, დროს უთმობს თავდაცვის გაძლიერებას და საპასუხოდ შეტევითი ვარიანტების შექმნას.

ამასთან, შეხვედრაზე გალანტმა განმსრტა, რომ მხარს უჭერს „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას, თუნდაც ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდეს.

„ჩვენი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების მოვალეობაა, ვიბრძოლოთ ოპერატიული მიღწევებისთვის და შევქმნათ პირობები მძევლების დასაბრუნებლად. პირობების შექმნა სამხედრო ზეწოლის შედეგად ხდება და მას შეუძლია მოიტანოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, თუნდაც ეს ერთზე მეტ რაუნდად განხორციელდეს“, - აღნიშნა გალანტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს