კახა კალაძე - მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი

განცხადებების დონეზე, რასაც მათი მხრიდან ვისმენდით, სიცრუის კამპანიაა, რაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ეხებოდა. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა - აღნიშნული ურთიერთობები [ამერიკა-საქართველოს შორის] ჩიხშია შესული და საჭიროებს გადატვირთვას,- ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერისა და სენატორის, ჯინ შაჰინის ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, მმართველი პარტია ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

„განცხადებების დონეზე, რასაც მათი მხრიდან ვისმენდით, სიცრუის კამპანიაა, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხებოდა. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. დეტალებზე არ საუბრობდნენ. როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რომ აი, შენ მეგობარო, ამას არასწორად აკეთებ. სამწუხაროდ, არანაირი არგუმენტი არ ყოფილა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო და გაგვეხილა. მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ - იმიტომ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ და პარტნიორ ქვეყნებს. არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავსი განცხადება და მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული და საჭიროებს გადატვირთვას. საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს