რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის მესამე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მესამე სხდომა გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კომისიაზე განსახილველად სულ წარმოდგენილი იყო 31 საკითხი.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის 23 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 20, უარყოფითი პასუხი დადგინდა 3 საკითხზე. დახარვეზდა სომეხთა თემის მიერ წარმოდგენილი 4 საკითხი, ხოლო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ შემოტანილი 2 საკითხი დადებითად გადაწყდა. კომისიამ დადებითად გადაწყვიტა მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილი 2 საკითხი. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს