გუბერნატორი - კურსკის ოლქში უკრაინის თავდასხმას 12 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 121 კი - დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვი, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დაღუპულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია - 121, მათ შორის 10 ბავშვი“, - განაცხადა სმირნოვმა.

ამასთან, მისი თქმით, გუშინ, კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონში „როსეტის“ ბრიგადას ცეცხლი გაუხსნეს და ჭურვები ქიმიურ იარაღს შეიცავდა.

„გუშინ ბელოვსკის რაიონში როსეტის ბრიგადას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვები კი ქიმიურ იარაღს შეიცავდა. ყველა ცოცხალია, მაგრამ მოიწამლნენ პოლიციის თანამშრომლები და სოფლის საკრებულოს ხელმძღვანელი“, - განაცხადა სმირნოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება