გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ნულს მინუს ნული, არის ნული

ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური განულების მასტერკლასი , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ შესაძლო გაერთიანებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ირაკლი კობახიძე ისტორიაში შევა, როგორც პრემიერი, ვის დროსაც საქართველო ეროვნული მოსწრების უმდაბლეს ნიშნულზე დაეცა.

„როდესაც კრემლის თუთიყუში, კობახიძე სხვაზე ამბობს, “რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებსო”, ეს არის ცინიზმის მწვერვალი.

ნულს მინუს ნული არის ნული. ეს იყო, არის და იქნება კობახიძის განმსაზღვრელი ერთადერთი ჭეშმარიტი მათემატიკური ფორმულა.

ირაკლი კობახიძე ისტორიაში შევა, როგორც პრემიერი, ვის დროსაც საქართველო ეროვნული მოსწრების უმდაბლეს ნიშნულზე დაეცა. მისი მმართველობის დროს, პირველად საქართველოს ისტორიაში, აშშ-მ და ევროკავშირმა დაიწყეს ორმხრივი ურთიერთობების სრულყოფილი გადახედვა, საქართველომ დაკარგა კრიტიკული დარგების დაფინანსება, ქართველი პრემიერი უარს აცხადებს ვაშინგტონში ვიზიტსა და ურთიერთობების გაღრმავებაზე, სამაგიეროდ „ჰეზბოლას და „ჰამასის“ გვერდით დგება ზეიმებსა და პანაშვიდებზე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძეალეკო ელისაშვილისა და პარტია „ლელოს“ გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადე, რომ „ნულს მინუს ერთი, უდრის -1 -ს, ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს