რუსთავში „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რუსთავში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის’’ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გურამ ოქროპირიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის“ შექმნის ინიციატორი გიორგი ჩაკვეტაძე.

ღონისძიებას, თბილისის საკრებულოს, ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რუსთაველი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა იყო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით მრავალ პროგრამას ახორციელებს, უშუალოდ ახალგაზრდების მხრიდან წამოსული ინიციატივები მნიშვნელოვან სიახლეს მოუტანს ქვეყანას და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ ფორუმში, რომლის მსვლელობისას ჩვენ მოვისმინეთ მონაწილეთა ინიციატივები მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის. ამას გარდა, საუბარი შეეხო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, ახალი იდეებისა და პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების შესაძლებლობებს. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფორუმის ფარგლებში 64-ვე საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა კენჭი უყარეს რეზოლუციის პროექტს „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ძირითად რეკომენდაციებს ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმის“ მნიშვნელობასა და მიზნებზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემაც, ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი ახალგაზრდული სტრატეგიის განხორციელებაში მუნიციპალური როლის გაძლიერებას და ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით განვითარებას ემსახურება.

„ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით დგას. ასევე გვქონდა საშუალება ამ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკები გაგვეზიარებინა“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი“ 2018 წლის 12 თებერვალს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაფუძნდა. წელს ფორუმმა 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომლებმაც ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის