თინა ბოკუჩავა - პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, ამ ბიჭებმა გვაჩვენეს გმირობის მაგალითი, მათთან ვალში ვართ და ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამის საუკეთესო გზა ერთიანობაა

პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს. ამ ბიჭებმა მართლაც გვაჩვენეს გმირობის მაგალითი, ჩვენ მათთან ვალში ვართ და ჩვენი ვალია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამის საუკეთესო გზა არის ჩვენი ერთიანობა, - ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 10 აგვისტოდან შინდისის გმირთა მემორიალთან ადამიანები მათი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იკრიბებიან.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ირგვლივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რითაც მათ შორის ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომელთა თავგანწირვამ და გმირობამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოებრიობა. 10 აგვისტოდან ეს არის კვირეული, როდესაც ადამიანები მოდიან სწორედ აქ, სადაც არის ამ გმირობის ადგილი, რათა პატივი მიაგონ დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან რაიმე პროპაგანდის წარმოება თარიღებთან დაკავშირებით და ამაზე დავა, განსაკუთრებით ამ ძალიან მძიმე დღეებში, უპირველესად შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის და უმთავრესად იმ გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობის, პატრიოტიზმის, გმირობის და ქვეყნის სიყვარულის მაგალითი გვაჩვენეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს