გიგი წერეთელი - ხელისუფლების მხრიდან აგრესია მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა, რაც კი არ დააშინებს, არამედ უფრო გააბრაზებს საზოგადოებას

ხელისუფლების მხრიდან ამგვარი აგრესია მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა, რაც კი არ დააშინებს, არამედ უფრო გააბრაზებს საზოგადოებას, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას.

მისი თქმით, უაღრესად სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე მსგავსი გეგმით მოქმედებს და ცდილობს, საზოგადოების დაშინებას.

„როგორც მოსალოდნელი იყო საარჩევნო კამპანიის პირობებში, ხელისუფლება შეიტანდა ძალიან დიდ დაძაბულობას, ამაზე ღიადაც იყო საუბრები, მოწოდებები, ხელისუფლების პირველი პირებისგანაც და ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ასეთ ძალადობრივ კამპანიას აპირებენ, ამის ნათელი მაგალითი იყო, რაც მოხდა - თავდასხმა ოპოზიციურ ლიდერზე, ნიკა მელიაზე.

უაღრესად სამწუხაროა, რომ ასეთი გეგმით მოქმედებს მმართველი პარტია არჩევნებზე, ცდილობენ საზოგადოების დაშინებას, კონფრონტაციის გაღრმავებას და ამით ელექტორალურ განწყობებში ცვლილებების შეტანას, ვთვლით რომ ეს პირიქით იმოქმედებს, მეტ გაბრაზებას გამოიწვევს მოსახლეობაში რომლის უმრავლესობის მთავარი გზავნილი დღეს ოპოზიციის ერთიანობა და ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკასთან დაპირისპირებაა და დარწმუნებული ვართ ოქტომბრის არჩევნებზე განწყობა მივა სწორედ საარჩევნო უბნებამდე“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს