პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ტყიბულის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ტყიბულის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ნიკა მელიამ ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბრისას ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თვითმმართველობის გაძლიერება, რეგიონების განვითარება, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა და დეცენტრალიზაცია.

„მეოთხე ადგილია, სადაც დღეს ოფისი გავხსენით. მთავარი პრობლემა არის შემდეგი, რომ ყველაფერი არის მთავრობის ხელში, რასაც ახლა ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს. ეს უნდა შეიცვალოს ფუნდამენტურად. ამ ცვლილების საწყისად კი უნდა იქცეს 26 ოქტომბერი, როდესაც წიაღისეულები, მინერალები, ტყე, მიწა თუ სხვა ყველაფრის მესაკუთრე მოქალაქე გახდება. ეს არის ევროპა, იქ არის თვითმმართველობა განვითარებული. ადგილზე ადამიანებმა იციან რა არის მათი საჭიროებები, ვიდრე რომელიმე ბიუროკრატმა თბილისში. ეს ყველაფერი უნდა იყოს ხალხის, ამის გაკეთების შანსი კი ჩნდება მას შემდეგ, რაც ამ სისტემას დავამარცხებთ და ხელისუფლებას კოალიციური მმართველობა ჩაიბარებს“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღეს, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ რაჭა-ლეჩხუმის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის