გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანის პრეზიდენტს დეესკალაციისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანის პრეზიდენტს დეესკალაციისკენ მოუწოდა,- ამის შესახებ განცხადებას გერმანიის კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.

„მან პრეზიდენტ ფეზეშქიანს მოუწოდა, რომ შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს. ახლო აღმოსავლეთში ძალადობის სპირალი ახლა უნდა დაინგრეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის კანცლერმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას „ახლო აღმოსავლეთში რეგიონული გამწვავების საფრთხის გამო შეშფოთება გამოხატა“.

შეგახსენებთ, მანამდე, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდეს, რომ თავდასხმებისგან თავი შეიკავონ, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას საფრთხე არ შეუქმნან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!