მამუკა ხაზარაძე - დღეს ვდგავართ გზაგასაყარზე, სად იქნება ჩვენი სამშობლო: თავისუფალ სამყაროსთან ერთად თუ რუსეთის ქვეშევრდომი - ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ბოლო 9 თუ 12 წლის პოლიტიკა

ჩვენი ქვეყანა ბოლო 33 წლის განმავლობაში არ მდგარა ასეთ გზაგასაყარზე, თუ სად იქნება ჩვენი სამშობლო, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო“ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც მან თავის ამომრჩეველს გაერთიანების კიდევ ერთი წევრი ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია „მოქალაქეები“ წარუდგინა.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, დიდგორობას ქართველმა ხალხმა უთანასწორო ბრძოლა სწორედ ერთიანობით მოიგო, ახლა კი ეს ერთიანობა ქვეყნისთვის ასეთ რთულ მომენტშია ისევ საჭირო.

„გილოცავთ დიდგორობას. დღეს არის გამარჯვების დღე. მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ აქ, ამ ლამაზ ქალაქში და ჩვენს ლამაზ უბანში. მინდა, გითხრათ, რომ დიდგორობის გამარჯვების საწინდარი იყო ერთად დგომა. დიდგორობა ქართველებმა მოვიგეთ, იმიტომ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ყველაფერი გადადეს გვერდზე და დაისახეს კონკრეტული მიზანი, რომ მტერს არ დანებებოდნენ და გაერღვიათ ის ურდო, რომელიც იყო შემოსეული. უკან ჩახერგეს ყველაფერი იმისათვის, რომ უკან დასახევი გზა არ დაეტოვებინათ.

შეიძლება, ვინმე გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ დღეს ასეთი საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ასეთ მდგომარეობაში ბოლო 33 წლის განმავლობაში, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არ მდგარა ასეთ გზაგასაყარზე. ჩვენ გვქონდა გამოწვევები, გვქონდა აღმავლობა, სერიოზული პრობლემებიც, მაგრამ დღეს ვდგავართ გზაგასაყარზე - სად იქნება ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო. იქნება თავისუფალ სამყაროსთან ერთად თუ იქნება რუსეთის ქვეშევრდომი, რომელსაც ქართველი ერი არასდროს დაუშვებს. ასეთი დიდგორობა გველოდება ჩვენ - მშვიდობიანი, 26 ოქტომბერს. ამ მშვიდობასა და ამ გამარჯვებას სჭირდება გვერდში დგომა, წარსულის დავიწყება და მომავალზე ორიენტირება. ამას სჭირდება კონკრეტული მიზანი და მიზანი ჩვენი არის ის, რომ შევცვალოთ ბოლო 9 თუ 12 წლის პოლიტიკა.

აბსოლუტურად ახალი ძალები, ახალგაზრდები, ახალი ლიდერები, ახალი იდეები შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ძველი სახეც არის. რა თქმა უნდა, ერთობა არის ასაკობრივი, თაობების, მაგრამ ჩვენი ამოცანა ამ გაერთიანების, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ ჰქვია, არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაგვიდგეს გვერდით, იმიტომ, რომ ილიას გზა არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის