მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ჯგუფი ჩინეთში გასტროლზე იმყოფება

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლებიდან „ენგური" და „იბერია" სპეციალურად დაკომპლექტებულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქებში სოლო კონცერტები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კონცერტები „აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის" ფარგლებში შედგა, რომელიც მარნეულის მერის მოადგილის თემურ შუბითიძის ინიციატივით განხორციელდა. მარნეულის მერის მოადგილე მარტის თვეში, „მსოფლიო თეატრის დღის" ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ ლანგფანგში იმყოფებოდა, სადაც დაიგეგმა ქართული ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ჩინური ტრადიციული თეატრის „სიჩუს" ერთობლივი კონცერტები. ასევე, ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქალაქ სიანსა და ჰუანგანგში.

აღსანიშნავია, რომ სოლო კონცერტები ქალაქ სიანში, ჰუანგანგსა და ჰიშუიში გაიმართა, სადაც ჩინელმა მაყურებელმა პირველად იხილა ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია. ასევე, მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა ქალაქ ვუჰანში, „ეროვნული საბავშვო ხელოვნების დაჯილდოების ცერემონიალზე".

კონცერტებს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ოფიციალური დელეგაციის წევრები და აღნიშნული ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კულტურის ცენტრის მოცეკვავეები ჩინეთში მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრნენ, რომლებსაც ჩინეთის მხარემ უმასპინძლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს