დონალდ ტრამპი - რუსეთმა გერმანია ჩვენთან ერთად დაამარცხა და მათ ნაპოლეონი დაამარცხეს, ისინი დიდ საბრძოლო ძალას წარმოადგენენ და უკრაინას ახლა საკმარისი ხალხი არ ჰყავს - მე ამის შეჩერება შემეძლო

რუსეთმა გერმანია ჩვენთან ერთად დაამარცხა და მათ ნაპოლეონი დაამარცხეს, ისინი დიდ საბრძოლო ძალას წარმოადგენენ და უკრაინას ახლა საკმარისი ხალხი არ ჰყავს, მე ამის შეჩერება შემეძლო, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ რუსეთმა გერმანია ჩვენთან ერთად დაამარცხა და მათ ნაპოლეონი დაამარცხეს. იცით, რომ ისინი უკვე დიდი ხანია რაც არსებობენ. ისინი დიდ საბრძოლო ძალას წარმოადგენენ და ეს ძალიან უსამართლოა. უკრაინას ახლა საკმარისი ხალხი არ ჰყავს, ისინი ახლა საბრძოლველად ახალგაზრდებსა და მოხუცებს იყენებენ და ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. მე დადანაშაულებას არ ვაპირებ, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ ამის შეჩერება შემეძლო და ჭკვიან პრეზიდენტს შეეძლო ეს შეეჩერებინა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის ინტერვიუ სოციალურ ქსელ X-ზე შედგა. ტექნიკური პრობლემების გამო ინტერვიუ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ინტერვიუს, რომელიც ორ საათს გაგრძელდა 1,3 მილიონი ადამიანი უსმენდა. ილონ მასკთან ინტერვიუმდე დონალდ ტრამპი X-ზე დაბრუნდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს