საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ტყის ხანძარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სახანძრო სამსახურების ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი ვრილისიის გარეუბანში, ერთ-ერთ დამწვარ შენობაში იპოვეს.

ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვამლის შესუნთქვის შედეგად, 18 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ევროკავშირის ქვეყნებმა ბერძენ მეხანძრეებს დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს, მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება